26, მაისი 2020 18:10:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა. განიხილეს დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე. ითქვა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტატუსი. შეხვედრის შესახებ TV 25 არ იყო ინფორმირებული. შესაბისი ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად მთავრობის პრესცენტრმა მოგვაწოდა.