27, მაისი 2020 12:02:00
8 ივნისიდან ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტის გახნსა მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, მიმდინარე წლის 23 მარტს აიკრძალა.