27, მაისი 2020 14:26:00
ბათუმში ავარია მსხვერპლით დასრულდა. აეროპორტის გზატკეცილზე ავტომობილი ქვეითს ცოტა ხნის წინ დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.