27, მაისი 2020 21:08:00
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის. ბათუმში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა 30 პირი დააკავეს. შეხლა შემოხლა ქუჩის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლებს ამის საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტტოს თანამშრომლებმა არ მისცეს. სწორედ ამას მოჰყვა დაძაბულობა და არეულობა. ბრალდებულების ოჯახის წევრებმა თავდაპირველად საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს. აცხადებდნენ რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა, მათი გათავისუფლებაა