28, მაისი 2020 09:50:00
"მოვისმინე ბატონი გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა. პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას. იმის გამო რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული „ნაციონალები“ ბოკერიას თამადობით, რომლებიც სამწუხაროდ, მიკროფონი არ იყო და არ ისმოდა, როდესაც ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის, იმას კი არ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო, ბატონი სერგი კაპანაძე და ბოკერია ყვიროდნენ.
ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია. როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე, მართალი გითხრათ, ვერ ვიდარდებ", - განაცხადა წულუკიანმა.