28, მაისი 2020 12:52:00
Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სკოლების უმეტესობა კვლავაც დახურულია. მშობლები ამ პერიოდში “ჰოუმსქულინგით” არიან დაკავებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ურთიერთობის სიმცირეს განიცდიან. თუმცა, ეს პერიოდი არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ მასწავლებლებზეც ანალოგიურად მოქმედებს. მართალია, მათ აქვთ კონტაქტი თავიანთ მოსწავლეებთან ვიდეოზარების მეშვეობით, თუმცა, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ხერხი ფიზიკურ შეხვედრებს ვერ ჩაანაცვლებს..
ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა მასწავლებელმა, Meinster-Van Der Duin-მა იმდენად განიცადა ბავშვებთან დისტანციურად ყოფნა, რომ გადაწყვიტა, მისი 23-ივე მოსწავლის თოჯინები მოექსოვა და ამ ხერხით დაცლილიყო ემოციებისგან.
“სიტუაცია დაიძაბა და სკოლაც დაიხურა, ჩემზე კი ამან ძალიან ძლიერად იმოქმედა. ბავშვები აღარ არიან სკოლაში და მე ისინი ძალიან მენატრებიან!” – ამბობს ის.
ცოტა ხნის წინ, ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ, რამაც ქალბატონს საშუალება მისცა, თოჯინები მათთვის პერსონალურად გადაეცა. ბავშვები კი ამ საჩუქარს აღფრთოვანებულები შეხვდნენ.
წყარო: marketer.ge