28, მაისი 2020 13:49:00
ავიაკომპანია „ Easyjet -მა“ ოფიციალურ გვრედზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 ივნისიდან ფრენების განახლება იგეგმება. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ბილეთების შეძენა უკვე შსაძლებელია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არაფერია ცნობილი, თუმცა მოლაპარაკები ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ფრენების აღდგენასთან დაკავშრებით.
„ჩვენ რა თქმა უნდა მკაცრად დავიცავთ ჰიგიენის ნორმებს, მივიღებთ ზომებს, რომლებიც ჩვენს მგზავრებსა და ქვეყნებს დაიცავს, რომ არ მოხდეს ამ ვირუსის გაძლიერება, მაგრამ ვხედავთ აუცილებლობას იმისა, რომ აღდგეს ფრენები და საზოგადოებანელ-ნელა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რითმს“- წერს ავიაკომპანიის მფლობელი იოჰან ლუნდგრენი.
რაც შეეხება, კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ ჰიგიენურ ნორმებს, რომლებმაც მგზავრების კორონა ვირუსისაგან დაცვა უნდა შეძლოს, შემდეგნაირად გამოიყურება:
- თვითმფრინავების ინტენსიური დეზინფექცია
- პირბადის ტარების აუცილებლობა ბორტზე
- პირბადის გამოყენების აუცილებლობა ფრენისას
- დროებით შეჩერდება საკვების მიწოდება ფრენის განმოვლობაში.
- კომპანიის თანამშრომლები დაიცავენ მკაცრ ჰიგიენურ ნორმებს.
ამგვარად, „easyjet-ის“ მიერ წარმოდგენილი კონცეპტი, როგორც ჩანს, აღიარებულ იქნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ივნისის შუა რიცხვებიდან ისინი ისევ განაახლებენ ფრენებს. მიბაძავენ თუ არა მას სხვა ავიაკომპანიები და განახლდება თუ არა მალე ფრენები საქართველოს მიმართულებითაც, ეს მალე გახდება ცნობილი.