გეგმიური ტექნიკური სამუშაოების გამო, 30 მაისს ღამის 00:00 საათიდან 30 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმოამრაგება შეუწყდება: ჯავახიშვილის და ლერმონტოვის ქუჩას ბაგრატიონის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე და ორბელიანის ქუჩას, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან, ლერმონტოვის ქუჩამდე.
„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.