29, მაისი 2020 17:37:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისის მიწოდებას პირველი ივნისიდან განაახლებს. მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი შეგიძლიათ 31 მაისს, დილის 9 საათიდან განახორციელოთ. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე პირბადით გამოცხადდნენ.