30, მაისი 2020 21:42:00
ინგრედიენტები:
ვიღებთ ერთ ჭიქას და თითოეულ ინგრედიენტს ვრწყავთ მისი მეშვეობით:
- ½ ჭიქა წყალი
- ½ ჭიქა შაქარი
- ¼ ჭიქა მაყვალი
- 437,5 გრ. ჯინი
- 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
- 860 გრ. შამპანური
- ასევე ლიმნის კანი და რამოდენიმე მაყვალი გადავდოთ გასაფორმებლად.
მომზადება:
მოვამზადოთ მცირე ზომის ტაფა ან ქვაბი, დავასხათ წყალი, ჩავაყაროთ შაქარი და მაყვალი. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ვხარშავთ და ამავდროულად ვურევთ. მიღებულ მასას გავცხრილავთ, ისე რომ მივიღოთ სიროფის მსგავსი მასა და ვდგამთ მაცივარში.
შემდეგ ვიღებთ კოქტეილის შეიკერს, რომელშიც ჩავყრით 2 ცალ ყინულს, ჩავასხამთ 2 სუფრის კოვზ მაყვლის წინასწარ მომზადებულ სიროფს, ჯინს, ლიმონის წვენს და შეიკერს ხელით ძლიერად ვამოძრავებთ.
ვიღებთ კოქტეილისათვის განკუთვნილ ჭიქას ვასხამთ შამპანურს, სურვილის შემთხვევაში ლიმნის კანსა და მაყვალს, რათა ჩვენი გემრიელი კოქტელი მადისაღმძვრელად გამოიზურებოდეს.
გემრიელად მიირთვით !
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა chefkoch.de-ზე დაყრდნობით მოამზადა.