31, მაისი 2020 22:47:00
ამერიკული კინოაკედემიის განცხადებით, 2020 წელს, არსებული კორონა ვირუსის გამო, ოსკარზე ფილმთა წარდგენა ჩვეულებრივი მეთოდით აღარ მოხდება. ამის შესახებ სულ რამოდენიმე დღის წინათ გახდა ცნობილი და მაშინვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფილმთა ინდუსტრიაში. რა კატეგორიის მიხედვით აირჩევიან და კონკრეტულად რა სახის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფილმები იმისათვის, რომ ოსკარზე მოხვდენენ და ერთმანეთისათვის კონკურენციის გაწევა შეძლონ?
როგორც მედიაში ცნობილი გახდა, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ოსკარზე მონაწიოლეობას მხოლოდ ის ფილმები მიიღებენ, რომლებიც წარდგენილ იყვნენ ან არიან „Streaming-ზე „ და რომელთა კინო პრემიერაც ჯერ არ შემდგარა. დანარჩენ ფილმებს კი, ამერიკული კინო აკადემიის განცხადებით, ამ წელს, ოსკარზე მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.
არსებული წესების თანახმად, ფილმები სულ მცირე შვიდი დღის განმავლობაში , ლოს ანჯელესის კინოში უნდა ეჩვენებინათ. გამომდინარე იქედან, რომ ლოს ანჯელესის კინოთეატრი უკვე მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტილია, ფილმების ჩვენებაც შეუძლებელი ხდება და როგორც ყვითელ პრესაში იუწყებიან, კინოაკადემია მიმართავს კიდეც გამონაკლისებს, რომელიც პანდემიის მიზეზით აიხსნება.
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა kultur.de-ზე დაყრდნობით მოამზადა.