01, ივნისი 2020 11:59:00
აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მოზარდებს ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით, ფსიქოლოგისგან უფასო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცხელი ხაზის მეშვეობით კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მოზარდების მშობლებსა და ახლობლებსაც.
"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები, ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ, ამ სერვისით ბევრი ოჯახი ისარგებლებს და ექნება შვება", - აღნიშნა სოფო კილაძემ.