01, ივნისი 2020 17:10:00
დღეიდან განახლდა ბათუმის მერიაში ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამაში მონაწილეების მსურველთა განცხადებების მიღება. მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ფაქტობრივი მისამართის მიხედვით, მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ. განაცხადების მირება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. განცხადება დღეს ქალაქის მერმა ბრიფინგზე გააკეთა. დღეიდან განახლდა მუნიციპალური სასადილოების მუშაობაც. საბავშვო ბაღებში კი სასურსათო პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი 8 ივნისს დაიწყება. ლაშა კომახიძემ ისაუბრა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 44 ქუჩის, ჩიხისა და მონაკვეთის რეაბილიტაცია.