01, ივნისი 2020 17:21:00
საზღვაო სფეროში არსებული გამოწვევები, ეპიდსიტუაცია გლობალურ ჭრილში, საქართველოს ნავსადგურების როლი პანდემიის დროს, ასევე ონლაინ განათლების, საზღვაო გადაზიდვების სირთულეები- თემები სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს. ონლაინ შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა. მოხსენებები დისტანციურად 20 უმაღლესი სასწავლებლის,მათ შორის 8 უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს. IV საერთაშორისო სტუდენტურ ონლაინ-კონფერენციაზე რამდენიმე სექცია მუშაობდა, მათ შორის საზღვაო მეცნიერებები, ლოგისტიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.