02, ივნისი 2020 18:04:00
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პირი დდაკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის იარაღი კი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.