03, ივნისი 2020 21:05:00
კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარაში, 27-მდე სასტუმრო საკარანტინე სივრცედ მოეწყო. მათ გვერდით ქალაქში კიდევ ბევრი სასტუმროა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი. რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია ტურიზმის დეპარტამენტმა საკარანტინე სივრცეებად სასტუმროები? და რატომ იფიქრეს მცირე მეწარმეებზე, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. დეტალები რეპორტაჟში.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო აჭარაში, 27-მდე სასტუმრო სახელმწიფომ პანდემიისას საკარანტინე სივრცედ გამოიყენა. მათ გარდა ქალაქში კიდევ ბევრი სასტუმროა, რომელსაც სამი თვეა ლუქი ადევს. განთავსების ობიექტები ვერც ვიზიტორებს მასპინძლობენ და ვერც სხვა სერვის ამუშავებენ. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მეპატრონეებმა შტატები ძალაუნებურად შეამცირეს.
სასტუმროების ნაწილმა გამოსავალი თანამშრომლების იძულებით, უფასო შვებულებაში გაშვებაში იპოვა. ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არც ქონდათ. ადმინისტრაციებში არც მოახლოებული სეზონის იმედი აქვთ.
სასტუმროს მეპატრონეები ამბობენ, რომ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება შეღავათია, თუმცა არასაკმარისი. ამბობენ, რომ მართვისთვისა და თანამშრომლების შენარჩუნებისთვის აუცილებელია სახელმწიფომ უშუამდგომლოს ბანკებთან, რათა სესხებზე საშეღავათო პერიოდი კიდევ გაუგრძელდეთ.
რა ნიშნით შეირჩა სასტუმროები, სადაც საკარანტინე სივრცეები მოეწყო და რისთვისაც მათ ფული გადაუხადეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ითანამშრომლეს იმ ობექტებთან, რომლებმაც ამაზე თანხმობა გამოთქვეს, მთავარია სასტუმროს იმ სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლებოდა, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო რეკომენდებული.
სასტუმროები, რომლებსაც 4-დან 50-მდე სასტუმრო ნომერი აქვს, სასესხო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში დაფარავს, ძირს კი თავად მსესხებლები გადაიხდიან.
სპეციალური რეგულაციები სასტუმროებისთვის უკვე გამოაქვეყნებულია. მისი ნახვა recommend.ge-ზეა შესაძლებელი. ვინც მათ სრულად დააკმაყოფილებს, მუშაობის განახლებას 8 ივნისიდან შეძლებს.