04, ივნისი 2020 17:16:00
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი თითქმის ათი ათასჯერ შემოწმდა. მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების დღიდან ახორციელებს. გამოიკვეთა, რომ 29 მაისიდან დღემდე პერიოდში უბილეთოდ 36 პირი მგზავრობდა. 549 კი ტრანსპორტში პირბადის გარეშე ავიდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავტობუსებში მგზავრი პირბადის გარეშე არ დაიშვება, აკრძალულია ფეხზე მდგომი ადამიანების გადაყვანა და კონდიციონერის გამოყენება.