04, ივნისი 2020 17:19:00
ერთ თვეზე მეტია აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლაბორატორიებში ჩატარებული 262 კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში რეგიონში კორონავირუსზე PCR ტესტი 14 ათასამდე პირს ჩაუტარდა , ინფექცია 71 ადამიანს დაუდგინდა. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 899 პირი, საკარანტინე სივრცე კი 7 ათას 426-მა პირმა დატოვა.