05, ივნისი 2020 17:25:00
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქობულეთისა და ხელვაჩაურის აგროდიზელის ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით დაბალ ფასად იყიდიან. საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრით არის განსაზღვრული. შესაბამისი ტალონების მიღება ფერმერებს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში შეუძლიათ. პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.