05, ივნისი 2020 19:46:00
საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანებმა საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია პაციენტების მონიტორინგის სისტემაში მისამართზე covid19st.ushas.com.tr, რეგისტრაციის შემდეგ კი დეტალებზე ინფორმაციას თავად სააგენტო მიაწვდის. პანდემიის პერიოდში, მოქალაქე, რომელიც სამედიცინო მომსახურების სააგენტოს ვიზას წარადგენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთში ვიზის გარეშე გაატარებენ. ან წინასწარ უნდა აიღონ სამკურნალო ვიზა თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობისგან. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირი. საზღვარზე მათ ჩუტარდებათ პისიარ ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება.