08, ივნისი 2020 13:02:00
გერმანული მედია იუწყება ამერიკის ოფიციალური ელჩის გერმანიაში, რიჩარდ გრენელის, პოსტის დატოვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაციაა მედიაში 25 მაისს გავრცელდა და საკმაოდ მწვავე კრიტიკაც კი გამოიწვია.
ამერიკის ელჩმა საკმაოდ მწვავედ შეაფასა გერმანიის სახელმწიფოს პოლიტიკა და შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის მთავრობა ამერიკისადმი უპატივცემულობაშიც კი დაადანაშაულა. მოგვიანებით მან კომენტარიც კი გააკეთა, სადაც გერმანიის ხელისუფლებას გონიერებისაკენ მოუწოდა:
„თქვენ ძალიან დიდ შცდომას უშვებთ, როდესაც ფიქრობთ, რომ ამერიკამ თითქოს და ძალა დაკარგა. თქვენ არ იცნობთ ამერიკელ ხალხს.“ იგივე შინაარსის პოსტი ყოფილმა ელჩმა ტვითერის საშუალებითაც გამოაქვეყნა.
შგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.