10, ივნისი 2020 21:02:00
კორონავირუსის პანდემიამ საზაფხულო სკოლების სამუშაო პროცესი შეაჩერა. ჩაკეტილმა საზღვრებმა ხელი საერთაშორისო პროგრამების განხორციელებასაც შეუშალა. სხვადასხვა აქტივობასთან ერთად ახალგაზრდებს ლიდერობისთვის მომზადების ტრენინგიც უნდა გაევლოთ. რა ხდება ახლა დაწესებულებაში, სადაც მოსწავლეებს სეზონური არდადეგები საინტერესოდ უნდა გაეტარებინათ? სიუჟეტიდან გაიგებთ.
ეს ცარიელი მერხი მოსწავლეების მოლოდინშია. საზაფხულო სკოლა ბოლო რამდენიმე წელია სეზონურ არდადეგებზე, მოსწავლეებს დროის საინტერესოდ გატარებაში ეხმარება. მიმდინარე წელს კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.
მოთხოვნა, გაიხსნას საზაფხულო სკოლები, მშობლებისგანაც მაღალია, თუმცა მიიღებენ თუ არა ნებართვას, ადმინისტრაციაში პროგნოზები უჭირთ.
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, აჭარის განათლების სამინისტროში შეჩერდა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების შესარჩევი კონკურსებიც. რამდენად მაღალიც არ უნდა იყოს მოთხოვნა, ფაქტია, რომ სხვადასხვა სახის ახალგაზრდული ტრენინგები თუ სპორტულ-გასართობი ღონისძიებები და ვორქშოფები წელს აღარ დაიგეგმება.
მიმდინარე წელს, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით დაკეტილი საზღვრები ხელის შემშლელი აღმოჩნდა სკაუტური ორგანიზაციისთვის. აჭარის მასშტაბით, საერთაშორისო პროგრამის მიხედვით 10-მდე პროგრამა გაუქმდათ. გადაიდო სკაუტით გასვლები თურქეთში,პოლონეთში, რუსეთში, საბერზნეთში. ჯამში მოწვევა 40 ქვეყნიდან იყო, მათ შორის გაცვლითი პროგრამა ამერიკაში. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ახალგაზრდებს უნდა გაევლოთ ლიდერობისთვის მომზადების ტრენინგი.