11, ივნისი 2020 17:30:00
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციას, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე კომპანია „მამისონი“ განახორციელებს. დანარჩენ 42 კილომეტრზე სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი ჯერ კიდევ მიმდინარეა. პრეტენდენტებს შორის ერთ-ერთი კი კომპანია „სინოჰიდროა“. სახელმწიფო შესყიდვას დღეს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ეს ის კომპანიებია, რომლებიც შავ სიაში არიან, რის გამოც შესყიდვის გამჭვირვალობა კითხვის ნიშნებს აჩენს. მირდატ ქამადაძის თქმით, აღნიშნულ კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით ბევრი ტენდერი ქვს მოგებული, თუმცა მათი ნაწილი ან უხარისხოდაა შესრულებული ან კიდევ დაუსრულებელია. პარტიაში მოუწოდებენ საგზაო დეპარტამენტს, აღნიშნული სამუშაოები „მამისონსა“ და „სინოჰიდროს“ არ განახორციელებინონ.