15, ივნისი 2020 17:59:00
საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად უკვე გაიხსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ ქვეყნის სხვადასხვა მხარეს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით. ვიზიტორთა მიღებას დღეიდანვე, ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია იწყებს. განახლდა სარკინიგზო მიმოსვლა. დახურულ სივრცეებში კი აუცილებელი გახდა პირბადის ტარება.