20, იანვარი 2017 05:29:00
დაზიანებული ინვენტარით სავსე ტერიტორია ახალ ბულვარში. ამფითეატრის მიმდებარედ, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ჩამოწერილი მულტიპლიკაციური გმირები, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე გამოცვლილი ქვაფენილები, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები, დეკორატიული ნაგვის ურნები და სკამები თავმოყრილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, ბათუმის ბულვარს საწყობი არ აქვს. ადგილი, სადაც ამ დრომდე გამოუსადეგარ ნივთებს ინახავდნენ, კერძო პირის საკუთარება იყო და რამდენიმე დღის წინ დაიშალა. ვიდრე საკუთარი საწყობი ექნებათ, ბულვარი ჩამოწერილი ნივთების დასაწყობებისთის ალტერნატიული ფართის ძიებაშია. ვრცლად დის მთავარ გამოშვებაში.