16, ივნისი 2020 17:22:00
„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას იწყებს. პარტია გეგმავს, უმაღლეს საბჭოს ისეთი კანონპროექტი წარუდგინოს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო იქნება, ბიუჯეტი საჯაროდ განიხილონ, მოქალაქეთა შენიშვნები კი ოქმის სახით შედგეს. განცხადება დღეს გია აბულაძემ გააკეთა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ ფორმით მოქალაქეთა ხმა ხელისუფლებამდე უკეთ მივა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ დრომდე ოპონენტები მხოლოდ კრიტიკას გამოთქვამდნენ, საკანონმდებლო აქტივობებით კი არ გამოირჩეოდნენ, ამიტომ ახალ ინიციატივას მმართველ გუნდში მიესალმებიან.