16, ივნისი 2020 17:24:00
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგი თავდადებულის ქუჩის #35 ნომერში მდებარეობს.ორსართულიან შენობაში ახლა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები ხორციელდება.უკვე შეიცვალა საძირკვლის ნაწილი და კარ-ფანჯრები, ასევე დასრულდა სახურავის მონტაჟი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის შუშაბანდს. პროექტის ღირებულება 765 ათას 296 ლარს შეადგენს. შესაბამისი ტექსტი და ვიდეო მასალა ბათუმის მერიის პრესცენტრმა მოგვაწოდა.