06, ივნისი 2017 20:03:00
„სამი ქვეყანა - ერთი ენისთვის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გერმანული ენის თვე მიმდინარეობს. ღონისძიებებში სტუდენტებთან ერთად ლექტორ- მასწვალებლები და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. დღესვე პროფესორ ციალა ციფურაშვილის საჯარო ლექცია „ქალები გერმანულენოვან სამყაროში“ ჩატარდა. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულებს კი გერმანიის საელჩოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.