22, ივნისი 2020 14:19:00
სოფელ გვარაში, მოცვის ბაღის გაშენება დაფინანსდა. 3 300 ძირი მოცვის ნერგი 1 ჰა-ზე გაშენდა. ფერმერი წელს პირველი მოსავლის სახით 10 ტონა მოცვს ელოდება. პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’-ფარგლებში განხორციელდა. პირველი მოსავალი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულეს. გარდა ამისა, 10 ჰა ფართობზე 32 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგის გაშენება დაფინანსდა პროექტის - ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში. ბაღში 30 ადამიანია დასაქმებული.