23, ივნისი 2020 17:30:00
24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება. შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოსაწყობად დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება. შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარცხანის დასახლების გავლით.