24, ივნისი 2020 20:30:00
„მოვითხოვთ სრულ ანგარიშს კარანტინის დროს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ“ - განცხადება დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გააკეთა. მოთხოვნით, გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სპორტსმენი ოჯახებისთვის „სოციალური დახმარების“ გადარიცხვის შესახებ იყო საუბარი. დიასამიძის განმარტებით, ადრესატები არასდროს ყოფილან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. აჭარის მთავრობაში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთა. აპარატი განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას და ის წერილები გაასაჯაროვა, რომელშიც მოქალაქეები სოციალურ დახმარებას ითხოვენ.