26, ივნისი 2020 16:44:00
„ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ უფასო წამლების პროგრამა მაქსიმალურად მოკლე დროში ამოქმედდეს. მზია ქედელიძის თქმით, ბენეფიციარები, რომლებსაც უფასო მედიკამენტებით დახმარება სჭირდებათ, პროგრამით ვერ სარგებლობენ, რადგან აფთიაქებში მარაგები ამოწურულია. მისივე განმარტებით, 2019 წელს, ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო და იგი 150 ათას ბენეფიციარს უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა დღევანდელი სტატისტიკით, პროგრამით მხოლოდ 17 ათასი სარგებლობს. ფაქტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ გამოხმაურებია.