29, ივნისი 2020 17:30:00
მეათე მოწვევის პარლამენტი 120- პროპორციული და 30 -მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. პროექტს მხარი 117-მა წევრმა დაუჭირა, 3-ი კი წინააღმდეგი წავიდა. 2020 წელს კენჭისყრა ასევე ითვალისწინებს 1%-იან ბარიერს, ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. ქვეყნის მასშტაბით, 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.