29, ივნისი 2020 17:04:00
მეზღვაურთა დღე საქართველოში 4 დღის დაგვიანებით აღინიშნა. პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ მინისტრმა 25 ივნისის ნაცვლად მეზღვაურებს დღეს მიულოცა. გიორგი გახარიას თქმით, პროფესია ქვეყანას ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებაში, ამიტომ ამ მიმართულებით განათლების ხარისხი უნდა გაიზარდოს. მთავრობის მეთარურმა განაცხადა, რომ ფოთში, საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა უკვე დაწყებულია. საქართველოში 12 ათასამდე მეზღვაურია. პროფესიული დღე 25 ივნისს 2011 წლიდან აღინიშნება. წელს ღონისძიებების სლოგანი: „მეზღვაური- საკვანძო პროფესია“ იყო. პანდემიის გამო კი მასშტაბური აქტივობები ვერ დაიგეგმა. ვერ მოეწყო ტრადიციული მსვლელობა.