29, ივნისი 2020 19:54:00
კიდევ ერთი სეგმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ხელ-ფეხ შეკრული აღმოჩნდა. საციგურაო მოედნის გარეშე დარჩენილი მოციგურავეები. კოვიდ -19-ის გავრცელების გამო ბათუმის სპორტული ცენტრი ჩაიკეტა, შესაბამისად, სპორტის ამ სახეობის მიმდევრებმა ვერც ვარჯიში შეძლეს და ვერც ღონისძიებებისთვის მზადება. ადმინისტრაციამ ამის გამო ყინული გაადნო. სპორტსმენებს ფორმების შენარჩუნება წვალების ფასად უწევთ.