30, ივნისი 2020 17:10:00
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 504 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, რომელთა კვლევის პასუხებიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 21 ათას 516 პირს ჩაუტარდა.