02, ივლისი 2020 17:23:00
აჭარის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, კანონპროექტი, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მზადაა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა დღევანდელ ბიუროზე მიიღეს. როგორც იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ განცხადა, კანონპროექტში სრულადაა ასახული, რიგგარეშე სესიაზე, პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები. ბიუროს გადაწყვეტილებითვე, კომიტეტებში განსახილველად უკვე ჩაეშვა დადგენილების პროექტი, კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე.