02, ივლისი 2020 17:32:00
საზღვაო-საკრუინგო კომპანია Seagate-მა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 8 სტუდენტი შეარჩია, რომლებიც ანაზღაურებად საზღვაო-საცურაო პრაქტიკას გაივლიან. შერჩევა ორ ნაწილად შედგა. პირველი ეტაპი ტესტირებას მოიცავდა, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტებმა გერმანელ დამსაქმებლებთან გასაუბრება გაიარეს. სტუდენტებმა უკვე დაიწყეს სავიზო პროცედურებზე ზრუნვა. საზღვაო-საცურაო პრაქტიკის დაწყებას გამოცდების დასრულებისთანავე, ივლის-აგვისტოს პერიოდში შეძლებენ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, Seagate-თან თანამშრომლობას აგრძელებს. სტუდენტების შერჩევა სამომავლოდაც იგეგმება.