03, ივლისი 2020 17:37:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ აჭარის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ჭოროხის გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 4 მილიონი მოპარულია. ირწმუნება, რომ ორი წლის წინ, თორნიკე რიჟვაძემ, მოსახლეობას გზის კეთილმოწყობის პირობა მისცა, თუმცა იგი კვლავ ძველებურად ავარიულია. ბრალდებას, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილობით უპასუხეს. ვკითხულობთ, რომ სამუშაოების პირველი ნაწილი კვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, ასფალტობეტონის გზა 3 კილომეტრ ნახევარზე მოეწყო. მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელებისთვის კი ჭოროხის გზის მიმდებარედ, 13 მესაკუთრისგან უკვე მოხდა მიწის გამოსყიდვა, რისთვისაც სახელმწიფომ მოსახლეობას, ჯამში ნახევარი მილიონ ლარამდე გადაუხადა.