03, ივლისი 2020 17:43:00
აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ, დღეს მეორე მოსმენით დამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას შეეხება, დღეს მუხლობრივად კიდევ ერთხელ განიხილეს. მას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით ოთხშაბათს უყარეს. კანონპროექტის სასარგებლოდ, ხელი პირველ კენჭისყრაზეც 15-მა დეპუტატმა აწია. კენჭისყრას არც დღეს დასწრებია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“, ასევე „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული საქართველოს“ წევრები. კანონპროექტს, საბოლოოდ კენჭი უმაღლესმა საბჭომ კვირას, 5 ივლისს უნდა უყაროს.