06, ივლისი 2020 17:57:00
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება. ხვალ, დილის რვა საათიდან, 9 ივლისს, საღამოს რვა საათამდე ყველა სახის სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ანუ ბათუმიდან ქობულეთისკენ მოძრაობა 14 ივლისს, ასევე დილის რვა საათიდან, 16 ივლისის, საღამოს რვამდე. ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის მეორე მიმართულებაზე. მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.