06, ივლისი 2020 18:01:00
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიებები ძველი ბათუმის ტერიტორიაზე განხორციელდა. მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგოდ იტალიური ეზოები თვეში ერთხელ, ხოლო მრავალბინიანი სახლების სარდაფები და სადარბაზოები თვეში ორჯერ, სპეციალური ხსნარით იწამლება. სამუშაოები მერიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 49 59 59. შესაბამისი ტექსტი და ვიდეო მასალა ბათუმის მერიის პრესცენტრმა მოგვაწოდა.