06, ივლისი 2020 21:23:00
ბათუმის სასაფლაო, რომელიც ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. არადა ტერიტორია უკვე 5 წელია, რაც მოწყობილია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შემსრულებელს და დამკვეთს კორუფციული ინეტერსები აქვს. ეჭვს ის ამძაფრებს, რომ პროკურატურამ არასრულად შესრულებული სამუშაოების გამო ძიება დაიყწო, თუმცა საქმე თაროზეა შემოდებული.
მუნიციპალური ახალი სასაფლაოს ტერიტორიის მოსაწყობად, ბათუმის მერიამ შესყიდვა 2015 განახორციელა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ 3 მილიონ 400 ათასი ლარი გადაუხადა. ობიექტი ექსპლუატაციაში ვერა და ვერ შევიდა.
მიუხედავად იმისა, სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული და შენიშვნები თავად ა(ა)იპ ,,ბათუმის სასაფლაოსაც“ ჰქონდა, 2018 წელს „მამისონთან“ მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გააფორმა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო პროკურატურამ საქმეზე ძიება. შედეგი დღემდე არ ჩანს. უწყებას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა.
ნაზი რეხვიაშვილი კვლევით ორგანიზაცია „ფაქტ-ჩეკს“ წარმოადგენს. მოკვლევა თემის ირგვლივ ახლახანს დაასრულა. ანალიზის საფუძველზე იგი ეჭვობს, რომ შესაძლოა სამუშაოების შემსყიდველ და განმახორციელებელ ორგანიზაცეიბს შორის კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი, თუმცა რატომ დაასჭირდა ამდენად დიდი დრო გამოძიებისთვის პროკურატურას, რეხვიაშვილს პასუხი არ აქვს.
ა(ა)იპ „ბათუმის სასაოფლაოში“ დღეს არ საუბრობენ, რის საფუძველზეც მოხდა ობიექტის ჩაბარება, როცა კომპანიას სამუშაოები ბოლომდე არ მიუყვანია და შენიშვნების მრავლად ჰქონდათ. დირექტორი აცხადებს, რომ ახლა ხუთი წლის წინ დაწყებული სამუშაოს გასაგრძელებლად და ახალი პოროექტის შესადგენად, გეოლოგიურ დასკვნას ელოდება.
როგორია მერიის პოზიცია და რამდენად სთოვენ პასუხის საკრებულოშ წევრები აღნმასრულებველს ამაოდ გადაყრილი 3 მილიონ 400 ატასი ალრისთის, ვერ გავიგეთ. საკრებულოს უმრავლესობის გუნდის წევრებმა ჩვენს კითხვებს თავი აარიდეს. რაც შეეხება შპს „მამისონს“, კომპანიასთან დაკავშირება, ისევე როგორც გასულ წლებში, დღესაც შეუძლებელი აღმოჩნდა.