07, ივლისი 2020 16:43:00
მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ე.წ ხოფის ბაზრობის და ბულვარის ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეების მიმართ დახმარების ნება გამოხატა და საიჯარო გადასახადებისგან დროებით გაათავისუფლა, ახლა იგივე მოთხოვნით ბათუმის აგრარული ბაზრის თანამშრომლები გამოვიდნენ. თვითდასაქმებულებს ხარჯები ეძვირებათ, რადგან ამტკიცებენ, რომ პანდემიის ფონზე მყიდველები შეუმცირდათ.
ბათუმის, აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საიჯარო გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებას ითხოვენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მოსაკრებელი, რომელიც ლოკაციის და დაკავეული ფართობის მიხედვით, 60-დან 150 ლარამდე მერყეობს, მაღალია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ყოველთვიურ გადასახადს, კომუნალური სერვსების ხარჯებიც ემატებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული მყოდველების ფონზე კი ვალდებულებების დაფარვა უჭირთ. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მათ ბაზრის ადმინისტრაციიისგან შეღავათების გაწევაზე უარი მიიღეს.
იგივე მოთხოვნით- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგრარულ ბაზარში იმყოფებოდნენ. მათ დღეს მოვაჭრეების ხელმოწერები შეაგროვეს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდა გადაუგზავნონ. გია აბულაძე ამბობს,რომ მიუხედავად იმისა, აგრარული ბაზარი სახელმწიფოს საკუთრება არაა, ადგილობრივ მთავრობას აქვთ შესაძლებლობა, ხოფის მოვაჭრეების მსგავსად, წლის ბოლომდე გადასახადისგან აგრარული ბაზრის მოვაჭრებიც გაათავისუფლონ.
მიუხედავად იმისა, მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციისაგან შეღავათის გაწევაზე უარი მიიღეს, ჩვენთან ინტერვიუში სავაჭრო ცენტრის დირექტორის თანაშემწე, გიორგი ბასილაძე აბობს, რომ საკითხზე უკვე მუშაობენ და შეეცდებიან, მოვაჭრეების მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
მიმდინარე წლის 30 ივნისს, საკრებულოს სხოდამაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხოფისა და ბულვარის ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს, დროებით შეუჩერდეთ სანებართვო მოსაკრებლის გადასახადი.