08, ივლისი 2020 16:58:00
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. ვიზიტორებმა ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთამდე, სპეციალური ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ექნებათ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.