09, ივლისი 2020 17:23:00
სატრანსპორტო საშუალებების, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. სიახლე საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სერვისების განხორციელებისას, სრულად იცავენ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. გომელაურის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე გამოცხადდნენ პირბადით.