13, ივლისი 2020 18:23:00
ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ ოპერაციები კლინიკა „მედცენტრში“ ჩაუტარდათ. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. პაციენტებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული. ერთი მათგანი გულ-მკერდისა და მუცლის არეშია დაჭრილი, ხოლო მეორეს ჭრილობები იდაყვსა და ბარძაყში აქვს მიყენებული. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.