20, ივლისი 2020 21:11:00
ტურნირი ქართულ ნარდში. შეჯიბრი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის, ნოდარ სპარტაკ ვანაძის სახელობის იყო. ღონისძიებაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო. ქალთა კატეგორიაში პირველი ადგილი ცისანა ანთაძემ დაიჭირა, კაცებს შორის კი ასპარეზობა იმედა გორგილაძემ არ დათმო.მონაწილეებს თასები, წიგნები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ინიციატივით გაიმართა.