28, ივლისი 2020 17:06:00
როგორია კორონავირუსის ეპიდსიტუაცია აჭარაში? ლაბორატორიებში ჩატარებული 469 კვლევის შედეგი უარყოფითია. ინფექცია დაუდასტურდა ერთ პირს, კერძოდ სატვირთო ავტომანქანის თურქ მძღოლს, პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. კოვიდ ცენტრში ამჯერად მკურნალობის კურსს 15 პაციენტი გადის. ცხელების კლინიკებში 50 ადამიანია მოთავსებული, კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში რეგიონში კორონავირუსზე PCR ტესტი 37 ათას 926 პირს ჩაუტარდა.