30, ივლისი 2020 17:19:00
უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი არ შეიცვლება. გადაწყვეტილება პლენუმმა დღეს გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ომბუდსმენს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება უნდა ჰქონდეს და მისი გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს. პლენუმმა კი განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება, რადგან იგი კოლეგიალურ ორგანოს წარმოადგენს.